სეტყვამ გორის 10 სოფელი დააზარალა
სეტყვამ გორის 10 სოფელი დააზარალა

A+ A-

10:57 07/10/2019

გორის მუნიციპალიტეტში, გუშინ 10-მდე სოფელი დაისეტყვა. სეტყვას წვიმა და ქარი ახლდა თან, რაც რამდენიმე წუთი გაგრძელდა.

სოფლების ნაწილში, სადაც მოსავლის აღება ჯერ არაა დასრულებული სეტყვამ ერთწლიანი კულტურები, ყურძენი და ხეხილის ბაღები დააზიანა. ადგილობრივების განცხადებით, ოქტომბერში ასეთი სეტყვა, დაახლოებით 10 წლის წინ იყო.