“თბილისობა“ ოკეანის მიღმა, ნიუ-იორკშიც აღინიშნა
“თბილისობა“ ოკეანის მიღმა, ნიუ-იორკშიც აღინიშნა

A+ A-

12:16 07/10/2019

 “თბილოსობა 2019“ ოკეანის მიღმა, ქართველმა ემიგრანტებმა ნიუ-იორკშიც აღნიშნეს.

როგორც “2020NEWS“ ჟურნალისტმა ლელა ნინუამ განუცხადა, ქართველმა ემიგრანტება თბილისობა ტრადიციულად ქართული ელემენტებით აღნიშნეს - იყო გამოფენა-გაყიდვა, ქართული ტრადიციების ხაზგასმა და ზეიმი, რომელიც თან ახლავს ამ დღესასწაულს. ღონისძების მთავარი გმირი კი საოპერო მომღერალი, ბარიტონი დავით ღვინიანიძე იყო, რომელმაც თავისი გამოსვლა ლეგენდარულ ქართველ კომპოზიტორს გია ყანჩელს მიუძღვნა.

“თბილისობა ნიუ - ორკშიც აღვნიშნეთ. უამრავი ქართველი შეიკრიბა. ტრადიციულად გამოფენა - გაყიდვა , ქართული ტრადიციების ხაზგასმა იყო და ზეიმი, რომელიც ამ დღესასწაულს თან ახლავს. საკმაოდ ლამაზად ჩატარდა. აღსანიშნავი იყო ის ფაქტი, რომ ფონდ “მსოფლიო ტალანტების“ პრეზიდენტმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა, მსოფლიო დონის საოპერო მომღერალმა, ბარიტონმა დავით ღვინიანიძემ თბილისობაზე მისი გამოსვლა, ლეგენდას გია ყანჩელს მიუძღვნა“,- განუცხადა “2020NEWS“-ს ლელა ნინუამ.

როგორც “2020NEWS“, საოპერო მომღერლის დავით ღვინიანიძემ განუცხადა, სადაც ქართველი ემიგრანტები იკრიბებიან, იქ სიმღერაზე უარს ვერასდროს ამბობს.

მისივე თქმით, მისთვის „თბილისობა“ ასოცირდება ტივზე მოსეირნე ყარაჩოღელებთან და ქართულ მრავალხმიანობასთან.

“თბილისობის ტრადიციას ხელოვანები აქაც ვაგრძელებთ, გამონაკლისი არც მე ვარ. სადაც ჩემი ქართველობა იკრიბება და მეც მიწვევენ, უარს არასდროს ვამბობ. ჩემს ქართველ მსმენელთან ერთად ვზეიმობთ შემოდგომის ფესტივალს. ჩემთვის „თბილისობა“ ასოცირდება ტივებზე ამაყად და ლაღად მოსეირნე ყარაჩოღელებთან, კინტოებთან, ქართულ მრავალხმოვანებასთან. მიხარია, როცა არ იკარგება ტრადიციები და ყველაზე უმთავრესს ურთიერთობებს არ ვივიწყებთ, რადგან ყველას გვახსოვს რომ თბილისი იყო ურთიერთობა - ეს არის ცხოვრებაშიც მთავარი . თბილისობა ასევე უდიდესი სიყვარულია ტრადიციების მიმართ, პატივისცემაა წინაპრების რომლებმაც დღემდე შემოგვინახეს ღირებულებები . რამდენიმე დღის წინ უდიდეს ხელოვანს გამოვეთხოვეთ, ის ეკუთვნის სრულიად სამყაროს თავისი სიდიადით, ჩემი გამოსვლაც სწორედ მას, გია ყანჩელის შემოქმედებას მივუძღვენი“, - განუცხადა დავით ღვინიანიძემ “2020NEWS“.

შეგახსენებთ, ოკეანის მიღმა ქართველმა ემიგრანტებმა „თბილისობა“ 6 ოქტომბერს აღნიშნეს.