სააკაშვილის გატაცებაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
სააკაშვილის გატაცებაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

A+ A-

13:45 07/10/2019

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის გატაცებისა და უკრაინის საზღვარზე უკანონო გადაყვანის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო "ნოვოსტი" ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინის ოდესის ოლქის ექს–გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა პროკურატურაში განცხადება მის მიმართ ძალადობის, გატაცებისა და უკრაინა–პოლონეთის საზღვარზე იძულებით გადაყვანის გამო, რომელიც 2018 წლის 18 თებერვალს მოხდა, პროკურატურაში განცხადება შეიტანა.