ცხინვალში ერთ-ერთ ქუჩას პუტინის სახელი დაარქვეს
ცხინვალში ერთ-ერთ ქუჩას პუტინის სახელი დაარქვეს

A+ A-

00:26 08/10/2019

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელმძღვანელობამ, კრემლის ლიდერს დაბადების დღე მიულოცა და მადლიერების გამოსახატავად, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას, რომელიც დღემდე მოსკოვის სახელობის იყო, პუტინის ქუჩა დაერქვეს.

ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. როგორც დე ფაქტო რეჟიმი აცხადებს, გადაწყვეტილება სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ მიიღო, რომელმაც ის დახმარება და მხარდაჭერა გაითვალისწინა, რომელსაც ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას“ რუსეთი და პირადად პუტინი უწევს.

ცნობისთვის, კრემლის ლიდერი 67 წლის დღეს გახდა.