ბაქოში, სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
ბაქოში, სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

A+ A-

10:55 08/10/2019

ბაქოში, გვიან ღამით, სავაჭრო ცენტრ „ბინაში“ ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში 130 მეხანძრე და 30 ერთეული ტექნიკა იყო მობილიზებული. სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

 

ხანძარმა დაახლოებით 3 000 კვ. მეტრი ფართობი გაანადგურა.

ჯერჯერობით, ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.