პუტინმა დაბადების დღეზე საკუთარ თავს ხელფასი გაუზარდა
პუტინმა დაბადების დღეზე საკუთარ თავს ხელფასი გაუზარდა

A+ A-

12:17 08/10/2019

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საკუთარ თავს და პრემიერ-მინისტრ, დიმიტრი მედვედევს ხელფასი გაუზარდა. ბრძანებას თავის დაბადების დღეზე, 7 ოქტომბერს მოაწერა ხელი.

ხელფასი გაეზარდა ასევე, სახელმწიფო მოხელეთა ნაწილს.

პრეზიდენტის ბრძანების მიხედვით, ხელფასის ზრდა შეეხებათ ვიცე-პრემიერებს, მინისტრებს, ცესკოს თავმჯდომარეს, გენერალურ პროკურორს, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელსა და ა.შ.

ბოლოს პუტინმა საკუთარ თავსა და მედვედევს ხელფასი 2018 წელს 4%-ით გაუზარდა.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტს 67 წელი შეუსრულდა.