ყველანი მივდივართ პარლამენტიდან და ბოკერია-სააკაშვილის პარტიებს ვტოვებთ უმრავლესობაში - მამუკა მდინარაძე
ყველანი მივდივართ პარლამენტიდან და ბოკერია-სააკაშვილის პარტიებს ვტოვებთ უმრავლესობაში - მამუკა მდინარაძე

A+ A-

15:43 08/10/2019

„რადგან ელისო კილაძემ დაწერა, მაშინ მივდივარ. ჩვენი საბოლოო მიზანია უმრავლესობაში ბოკერიას და სააკაშვილის პარტია დავტოვოთ“, - ასე პასუხობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ელისო კილაძის „ფეისბუქ“ პოსტს, სადაც ის ამბობს, რომ პარლამენტი შესაძლოა მამუკა მდინარაძემ და სოფო კილაძემ დატოვონ.

მამუკა მდინარაძე ელისო კილაძის ამ პოსტს იუმორით პასუხობს: „ელისო კილაძემ თუ დაწერა, მაშინ მივდივარ. მივდივართ, მე და მთელი ჩემი ფრაქცია, 65-ვე.

გია ვოლსკიც ჩემს ფრაქციაშია და მერე რადგან გია მოჰყვება ამ ამბავში, ე.ი უმრავლესობა მთლიანად მიდის და ბოკერია-სააკაშვილის პარტიებს ვტოვებთ უმრავლესობაში. საბოლოო მიზანი ეგ არის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ “2020NEWS”-თან საუბარში.