ფრანკ - ვალტერ შტაინმაიერი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში ჩავიდა
ფრანკ - ვალტერ შტაინმაიერი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში ჩავიდა

A+ A-

17:43 08/10/2019

გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში ჩავიდა. შტაინმაიეირი ადგილზე არსებულ ვითარებას ეცნობა.

ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც. გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საოკუპაციო ხაზთან მეუღლესთან ერთად ჩავიდა.

შტაინაიმერს ევროკავშირის მონიტორები ოფიციალური პრეზენტაციით დახვდნენ და ბოლო პერიოდში საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე ვითარებას აცნობენ. გარდა ამისა, გერმანიის პრეზიდენტს მიეცა საშუალება სპეციალური აღჭურვილობით, საკუთარი თვალით ენახა რუსული ბაზა, რომელიც საოკუპაციო ხაზიდან ერთ კილომეტრში მდებარეობს.