ჩემი უფლებაა, შალვა თადუმაძეს კითხვები დავუსვა - მალხაზ მაჩალიკაშვილი
ჩემი უფლებაა, შალვა თადუმაძეს კითხვები დავუსვა - მალხაზ მაჩალიკაშვილი

A+ A-

11:14 09/10/2019

მალხაზ მაჩალიკაშვლი ამ დრომდე ვერ ახერხებს პარლამენტში , იურიდიულ კომიტეტზე შესვლას, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს უსმენენ.

მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, მასზე საშვი არის დაშვებული, თუმცა გაუგებარია , რატომ უზღუდავენ ამ დრომდე კომიტეტზე შესვლის უფლებას.

„კითხვის უფლება თუ მაქვს, დავუსვამ კითხვას. იმდენი კითხვები დამიგროვდა ამ ორი წლის განმავლობაში, არც ვიცი საიდან დავიწყო. მთავარი კითხვა მაქვს, რატომ ატყუებს გენერალური პროკურორი ხალხს, მე, საქართველოს. რატომ არის მატყუარა",-აცხადებს მაჩალიკაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, თინა ბოკუჩავა პარლამენტის შენობასთან იმყოფება, რათა მაჩალიკაშვილი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე შეიყვანოს.