ღმერთი მეუბნება, რომ თქვენ გახდებით უზენაესის თავმჯდომარე - გოცირიძემ თადუმაძე მითოლოგიაში “ჩაჭრა“
ღმერთი მეუბნება, რომ თქვენ გახდებით უზენაესის თავმჯდომარე - გოცირიძემ თადუმაძე მითოლოგიაში “ჩაჭრა“

A+ A-

13:42 09/10/2019

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატთან შალვა თადუმაძესთან კითხვების დასმა ბერძნული მითოლოგიიდან დაიწყო, ბოლოს კი ბიძინა ივანიშვილამდე მივიდა.

კითხვებს შალვა თადუმაძემ პასუხები არ გასცა და აღნიშნა, რომ მითოლოგია მისი ძლიერი მხარე არ არის.

რომან გოცირიძე: რატომ იყო სამართლიანობის ღმერთი ქალი?

შალვა თადუმაძე: ალბათ იმ ადამიანებს უნდა ვკითხოთ, ვინც ეს აღიარა ღმერთად.

რომან გოცირიძე: რა ერქვა გამარჯვების ქალღმერთს?

შალვა თადუმაძე: მითოლოგიაში არ ვარ ძლიერი.

რომან გოცირიძე: გამარჯვების ქალღმერთს ერქვა ნიკე.

თემიდა და ნიკე იყვნენ თუ არა დები? ...რომელი ღმერთის ცოლი იყო თემიდა? ... რომან გოცირიძემ მის მიერ დასმულ კითხვებს თავადვე გასცა პასუხები.

რომან გოცირიძე: თემიდა იყო ყველაზე დიდი ღმერთის ზევსის ცოლი და ის ზევსის ცოლი რომ არ ყოფილიყო, ზევსი იუსტიციის მინისტრად დანიშნავდა? თქვენ რომ „ქართუ ბანკის“ იურისტი არ ყოფილიყავით, ბიძინა ივანიშვილის დაქირავებული პირი რომ არ ყოფილიყავით გახდებოდით გენერალური პროკურორი? უზენაესის წევრი? ღმერთი მეუბნება, რომ 100%-იანი ალბათობით გახდებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ეხლა გადმომძახა ზევსმა ზემოდან.

შალვა თადუმაძე: რომ არა “ ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება, რომელმაც შესაძლებლობა მომცა უმძიმესი ზეწოლის ქვეშ მყოფი ადამიანების უფლებები დამეცვა, ვერ გავხდებოდი გენპროკურორი. ამაში თქვენი წვლილი დიდია.

რომან გოცირიძემ აქვე დასძინა, რომ დღეს საქართველოში არის უნიკალური მმართველობა - ქართუკრატია.

“მთელი საქართველოს ძალოვანი ბლოკი დაკომპლექტებულია ქართუ ბანკის კლერკებისგან. ჩიკაგოს ბიჭები გაგიგიათ? ისინი იყვნენ ვარსკვლავი ეკონომისტები. „ქართუს“ ბიჭებს რა დამსახურება გაქვთ, რომ საქართველოს თავს მოაჯექით?“, განაცხადა რომან გოცირიძემ.