რატომ გახდა მარიამ კუბლაშვილი სკანდალური დეპუტატის ადვოკატი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ მისი სიმართლე დავამტკიცო
რატომ გახდა მარიამ კუბლაშვილი სკანდალური დეპუტატის ადვოკატი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ მისი სიმართლე დავამტკიცო

A+ A-

15:54 09/10/2019

ისანი-სამგორის სკანდალურ დეპუტატს ილია ჯიშკარიანს, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი იცავს. “2020NEWS”-თან ადვოკატმა განმარტა ის მიზეზები, თუ რატომ გადაწყვიტა სკანდალური დეპუტატის უფლებების დაცვა.

კუბლაშვილის განცხადებით წინასაარჩევნო პოლიტიკური პროცესების გამო, ილია ჯიშკარიანის წინააღმდეგ დაიწყო ბულინგი, ამიტომაც მისი თქმით, იგი დადგა სიმართლის მხარეს, ვინაიდან ფაქტების შესწავლით ჯიშკარიანი არის მსხვერპლი.

ადვოკატის განმარტებით, იგი ქალების მიმართ სოლიდარულია, თუმცა სქესის მიხედვით ადამიანების გარჩევა უსამართლობად მიაჩნია.

“მე ვერ ვიტან უსამართლობას, სწორედ ამიტომ ჩავერთე პროცესში. მე ვარ სიმართლის მხარეს, მიუხედავად იმისა, რომ შეურიგებელი ვარ ძალადობის წინააღმდეგ ყოველთვის ვიცავდი და დავიცავ ქალთა უფლებებს, მაგრამ ანალოგიურად იმ ადამიანებს ვგმობ, ვინც ცრუ ჩვენებას მისცემს და ძალადობის ინსცენირებას მოაწყობს, ვგმობ ეგეთ ადამიანებს. უსამართლობად მიმაჩნია სქესის მიხედვით ადამიანების გარჩევა, ორივე არის თანაბარი და უსამართლობა, როცა დაბულინგებულია, შეურაცხყოფილია თავიდან ბოლომდე ილია ჯიშკარიანი. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მისი სიმართლე დავამტკიცო. მე, როცა გადაწყვეტილება მივიღე ჯიშკარიანის დაცვასთან დაკავშირებით ცხადია ვაანალიზებდი იმიტომ, რომ კარგი სამიზნე ვარ ყოველთვის. ჩემი განვლილი ხმაურიანი ცხოვრებიდან გამომდინარე და ჩემი თავისუფალი განცხადებებიდან გამომდინარე, ყოველთვის მსუყე სუბიექტი ვარ სხვადასხვა სამიზნე სუბიექტების მხრიდან. მე მინდა ვთქვა, რომ ვარ თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელი და არავინ არ მაფინანსებს და დონორი არ მყავს. მე ვარ ყოველთვის სიმართლის მომხრე, ეს ხალხი ცდილობს ხელისუფლება შეაშინოს აქციებით, ტრაფარეტებით, მე ამის არ მეშინია. იმხელა აგრესია და ბოროტება მოდის, რომ ამით ეს ადამიანები აჩენენ თუ ვინ ვინ არის. შეუძლიათ გააძლიერონ აგრესია და წერონ ჩემზე რაც უნდათ, მაგრამ მე ყოველთვის ვიქნები ასეთი ძლიერი, იმიტომ რომ მართალი ვარ. მიუხედავად იმისა,  რომ ქალების მიმართ სოლიდარული ვარ, ამ სიტუაციაში დავინახე და მოვისმინე ფაქტები, ვხედავ, რომ ეს კაცი არის მსხვერპლი და დავდექი მის გვერდით. ყველამ გაიგოს, რომ მხოლოდ ის, რომ მე სუსტი სქესი ვარ და ჩემ განცხადებებს უნდა დაუჯერო, არც ეს ტენდენციაა კარგი და ხვალ ჩვენი შვილები, ძმები, მეუღლეები, მეგობრები არიან დაუცველები და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოუწყოს პროვოკაცია“, - აცხადებს კუბლაშვილი