ნათლიამ ნათლული 400 ლარის გამო მოკლა
ნათლიამ ნათლული 400 ლარის გამო მოკლა

A+ A-

16:17 09/10/2019

42 წლის ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ მისივე ნათლია დააკავა. 80 წლის პენსიონერს პოლიცია განზრახ მკვლელობასა და იარაღის ტარებას ედავება.

მოკლულს რამდენიმე ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული. მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია, მკვლელობა კი დილის 8 საათზე მოხდა.

82 წლის ლერი ლომაშვილი მის ნათლულს კახა მგალობლიშვილს ცეცხლსასროლი იარაღით გაუსწორდა. კახა მგალობლიშვილი ადგილზევე გარდაიცვალა. ცხედარი ამ ეტაპში პროზექტურაშია გადასვენებული. მკვლელობაში ბრალდებული საგამოძიებო უწყებაში თავისი ფეხით მივიდა. ახლობლები ვალს ასახელებენ, რომელიც გარდაცვლილს მისი ნათლიისათვის არ დაუბრუნებია. სავარაუდოდ, დაპირისპირება მათ შორის სწორედ ამის გამო მოხდა.

"კურიერის" ინფორმაციით, საუბარია 400 ლარზე, რომელსაც გარდაცვლილი ვერ აბრუნებდა. ოჯახის ახლობლების და მეზობლების თქმით, გარდაცვლილს ცოლი და მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

"გავიგეთ, რომ მოკლესო და ვინ მოკლა, რა მოკლა ჯერ არ ვიცით არაფერი. ძვირფასი შვილო, ძალიან კარგი ახალგაზრდა ბიჭი იყო. ჯან-ღონით სავსე ბიჭი, პატარა ცოლ-შვილი დარჩა, მეტი არაფერი ვიცი, გაგვაუბედურეს, გაგვამწარეს, რომ იკითხოთ ძალიან უწყინარი ბავშვი იყო, 42 წლის იყო," - აცხადებენ მეზობლები.