თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია დაიწყო
თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია დაიწყო

A+ A-

18:03 09/10/2019

თურქეთმა და სირიის ეროვნულმა არმიამ სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.

„ჩვენი მიზანია ტერორისტების დერეფნის განადგურება და რეგიონში მშვიდობის დამყარება“, - წერს თურქეთის პერზიდენტი, რეჯეფ ტაიფ ერდორანი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

„ჩვენ დავიცავთ სირიის ტერიტორიულ მთლიანობას და რეგიონის ხალხს გავათავისუფლებთ ტერორიტების ბრჭყალებისგან“, - აცხადებს პრეზიდენტი.

„როიტერსის“ ინფორმაციით, სირიის დემოკრატიული ძალების წარმომადგენელი, მუსტაფა ბალი აცხადებს, რომ თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაზე ავიადარტყმები განახორციელა. „ხალხში პანიკაა“, - წერს ბალი „თვითერის“ გვერდზე.