სალომე ზურაბიშვილი შარია ყველა მიმართულებით - გია ხუხაშვილი
სალომე ზურაბიშვილი შარია ყველა მიმართულებით - გია ხუხაშვილი

A+ A-

18:09 09/10/2019

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ანტიკვარული ნივთების შეძენისთვის მილიონ ნახევარი დახარჯა, რომელიც საიდუმლო შესყიდვების გრიფით ბიუჯეტიდან გამოიყო.

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი “2020NEWS” -თან აცხადებს, რომ ამ საქმესთან დაკაშირებით მოკვლევა უნდა ჩატარდეს.

“ეს ადმინისტრაცია გადაიქცა წარმოუდგენელ დაწესებულებად. ერთი გამოძიება დაწყებულია შეწყალებებთან დაკავშირებით. ამ საკითხთან დაკავშირებით თუ მოკვლევა ჩატარდება, ცუდი არ იქნება. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს ქალბატონი შარია ყველა მიმართულებით. ზურაბიშვილი თვითონ მონაწილეობს ამ ყველაფერში თუ სხვა ვიღაც მასზე მანიპულირბს, ხელს ითბობს, ეს გასარკვევია. ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას ძალიან დიდი პრობლემა აქვს ზურაბიშვილთან დაკავშირებით. “ქართულმა ოცნებამ“ თავის პრობლემებს დაამატა უზარმაზარი პრობლემა, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი ჰქვია“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ანტიკვარული ნივთების შეძენისთვის მილიონ ნახევარი დახარჯა, რომელიც საიდუმლო შესყიდვების გრიფით ბიუჯეტიდან გამოიყო. აღნიშნული ინფორმაცია “მათავრმა არხმა“ გაასაჯაროვა.