"თიბისი ბანკის" დამფუძნებლების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება
"თიბისი ბანკის" დამფუძნებლების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

A+ A-

10:20 10/10/2019

"თიბისი ბანკის" დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე ჩატარდება. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000 – 700 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).