ოკუპირებული ცხინვალი თბილისს მცოცავ ოკუპაციაში ადანაშაულებს
ოკუპირებული ცხინვალი თბილისს მცოცავ ოკუპაციაში ადანაშაულებს

A+ A-

10:26 10/10/2019

საქართველოს ხელისუფლება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცოცავი ოკუპაციის გეგმას ახორციელებს. ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს.

„ქართული მხარე მცოცავი ოკუპაციისთვის დასავლელი დონორების ფინანებს იყენებს და ახორციელებს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის პირდაპირ, ტოტალურ მოსყიდვას.

სწორედ ამას ისახავს მიზნად ქართული მხარის ახალი პროექტი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის, რომლის რეალიზებასაც „ქართული ოცნება“ ახდენს,“-ნათქვამია განცხადებაში.