კახეთში სკოლის შვიდი მოსწავლე მოიწამლა
კახეთში სკოლის შვიდი მოსწავლე მოიწამლა

A+ A-

10:27 10/10/2019

კახეთში, ინტოქსიკაციის დიაგნოზით მე-6 კლასის შვიდი მოსწავლე, საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა სოფელ ლამბალოში მოხდა.

ბავშვების თქმით, მათ სასწავლო დაწესებულების გვერდით მდებარე სასურსათო მაღაზიაში ნაყიდი ლიმონათი დალიეს და ქადა შეჭამეს, რის შემდეგაც მუცლის ტკივილი დაეწყოთ.

ექიმების განმარტებით, შესაბამისი მკურნალობის შემდეგ უკვე ყველა ბავშვი სახლში გაწერეს.