ხვალიდან დავით-გარეჯის კომპლექსის ეკლესიები გაიხსნება - გიორგი გახარია
ხვალიდან დავით-გარეჯის კომპლექსის ეკლესიები გაიხსნება - გიორგი გახარია

A+ A-

10:32 10/10/2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრისას დავით-გარეჯის საკითხიც განიხილეს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე პრობლემა აღმოფხვრილია და უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრამდე მისასვლელი გზა ქართველი სასულიერო პირებისთვის გაიხსნება, აღნიშნულის შესახებ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციის სხდომაზე განაცხადა.

“ჩვენ გვერდს ვერ ავუვლიდით ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის დავით გარეჯის მნიშვნელოვანი საკითხი. ყველას მოგვეხსენება, რომ სამწუხაროდ, დავით გარეჯსა და აზერბაიჯანს შორის არის გარკვეული საზღვრის მონაკვეთები, რომლებიც არ არის დადგენილი. ეს არის ჩვენი პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა და 25 წელია ეს პრობელმა ვერ მოგვარდა. ბატონმა პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ ჩვენ გვაქვს ისტორია და გეოგრაფია, რომელიც გვაკავშირებს და რა თქმა უნდა, მე სრულად შემიძლია მას დავეთანხმო, რამეთუ მეგობრებსა და პარტნიოერებს ისტორია და გეოგრაფია კი არ ყოფს, არამედ აკავშირებს. როგორც შედეგი შემიძილა გითხრათ, რომ ხვალიდან ქართველი სამღვდელოებისთვის კომპლექსის ფარგებში არსებული ეკლესიები გიხსნება და შესაბამიასდ, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად უნდა გვქონდეს სერიოზული პროგრესი“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.