"დიდოსტატის მარჯვენა" ბატონმა ბიძინიმ დაწერა - ცოტნე გამსახურდია
"დიდოსტატის მარჯვენა" ბატონმა ბიძინიმ დაწერა - ცოტნე გამსახურდია

A+ A-

10:54 10/10/2019

კონსტანტინე გამსახურდიას შვილიშვილი ცოტნე გამსახურდია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძის განცხადებას, რომ “დიდოსტატის მაჯვენა“ წაკითხული არ აქვს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ოჯახური, ისტორიული საიდუმლო უნდა გაგიმხილოთ: "დიდოსტატის მარჯვენა" ბატონმა ბიძინიმ დაწერა“ - წერს ცოტნე გამსახურდია.

შეგახსენებთ, კონსტანტინე გამსახურდიას “დიდოსტატის მარჯვენა“ მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გუშინ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს, საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა ჰკითხეს, აქვს თუ არა წაკითხული “დიდოსტატის მარჯვენა“, რაზეც მთავარმა მბრალდებელმა უპასუხა, რომ არ ჰქონდა წაკითხული.