ქუთაისში 65 წლის ქალი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა
ქუთაისში 65 წლის ქალი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა

A+ A-

11:32 10/10/2019

უბედური შემთხვევის შედეგად, ქუთაისში 65 ქალი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადავარდა. დაშავებული მძიმე დაზიანებებით იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.