ჟენევის ფორმატის 49-ე რაუნდის უშედეგოდ დასრულება მოულოდნელი არ იყო - დავით ზალკალიანი
ჟენევის ფორმატის 49-ე რაუნდის უშედეგოდ დასრულება მოულოდნელი არ იყო - დავით ზალკალიანი

A+ A-

11:55 10/10/2019

 “2020NEWS”-ის კითხვაზე როგორ შეაფასებდა საგარეო საქმეთა მინისტრი ჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდს? რომელიც კვლავ უშედეგოდ დასრულდა,- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცახდებს, რომ მისთვის 49-ე რაუნდის უშედეგოდ დასრულება მოულოდნელი არ იყო.

აღნიშნული განცახდება მან მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა.

“პირადად შორს ვიყავი იმ ილუზიისგან, რომ ამ უახლოეს რაუნდზე მოხდებოდა დიდი გარღვევა, რადგან 49 -ე რაუნდია და ჟენევაში ჩვენ საგრძნობი პროგრესი არ გვქონია, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს. ეს არის ერთადერთი საერთაშორისო ფორმატი, რომლითაც რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო თანამეგობრობის და ყველა ძირითადი აქტორის ჩართულობით მუდმივად შევახსენოთ არსებული ვალდებულებების შესრულება“,- განაცახდა დავით ზალკალიანმა.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე