წინა ხელისუფლების დროს სასამართლო იყო ნაწილობრივ თავისუფალი, ამ ნაწილში ჩემ წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობ - ზაზა თავაძე
წინა ხელისუფლების დროს სასამართლო იყო ნაწილობრივ თავისუფალი, ამ ნაწილში ჩემ წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობ - ზაზა თავაძე

A+ A-

12:02 10/10/2019

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ზაზა თავაძის შეფასებით, წინა ხელისუფლების დროს დემოკრატიის კუთხით იყო პრობლემები. სასამართლო ნაწილობრივ თავისუფალი.

„დემოკრატიის კუთხით იყო გამოწვევები და პრობლემები. რა თქმა უნდა, ამას ჩვენ ვერ გავექცევით. მიუხედავად იმისა, რომ ისეთი საკურატორო სფეროები არ მქონდა, სადაც ხორციელდებოდა სისხლისსამართლებრივი დევნა, უშუალო საგამოძიებო მოქმედებები, ამ ნაწილში ჩემ წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. სასამართლოს ჰქონდა პრობლემები, იყო ნაწილობრივ თავისუფალი“, - განაცხადა ზაზა თავაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ზაზა თავაძეს უსმენენ. ზაზა თავაძე ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეა. ის 2008-2010 წლებში იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო.