რუსეთი მუდმივად ცდილობს ნატოს თემატიკის შემოტანას ჟენევის კონტექსტში - დავით ზალკალიანი
რუსეთი მუდმივად ცდილობს ნატოს თემატიკის შემოტანას ჟენევის კონტექსტში - დავით ზალკალიანი

A+ A-

12:16 10/10/2019

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, რუსეთი მუდმივად ცდილობს ჟენევის კონტექსტში ნატოს თემატიკა შემოიტანოს და საქართველოსთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვას.

მისი თქმით, საქართველოს ნატო -ში ინტეგრაცია ქართველი ხალხის პრიორიტეტია და აღნიშნული მიმართულება არ შეიცვლება. მინისტრმა აღნიშნული განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა.

“ნატოს თემატიკა ახალი არ არის. ისინი მუდმივად ცდილობენ ამ თემატიკის შემოტანას ჟენევის კონტექსტში. ჟენევას აქვს თავისი ამოცანები, რაც შეეხება საქართველოს ნატო - ში ინეტგრაციას, ეს ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ პატივს ვცემთ იმ მიმართულებას, რაც არის არის საქართველოს მოსახლეობის არჩევანი. რაც არის საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის მთავარი მიმართულება“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.