დღეს პრემიერი მეღვინეებსა და მევენახეებს შეხვდება
დღეს პრემიერი მეღვინეებსა და მევენახეებს შეხვდება

A+ A-

13:14 10/10/2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს მეღვინეებსა და მევენახეებს შეხვდება, აღნიშნული განცხადება პრემიერმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

"რთველი დასასრულ ფაზაში გადავიდა. გვესმის, რომ იყო გარკვეული გამოწვევები, თუმცა საერთო ჯამში რთველმა კახეთის რეგიონში კარგად ჩაიარა. თუ გვექნება საშუალება, კიდევ უფრო ეფექტურები ვიყოთ რთველის ბოლო ფაზაში, იქნება მისასალმებელი, და გვინდა, დღეს ვისაუბროთ იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც არის, როგორც ადგილობრივი წარმოების, მევენახეების, ასევე ბაზრებზე წვდომის და ექსპორტის თვალსაზრისით",-განაცხადა გიორგი გახარიამ.