“პატრიოტთა ალიანსი“ მოსამართლეობის არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს
“პატრიოტთა ალიანსი“ მოსამართლეობის არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს

A+ A-

15:06 10/10/2019

„პატრიოტთა ალიანსი“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პარტიის წევრმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, არც ერთმა კანდიდატმა წინა ხელისუფლების დროს პრინციპულობა არ გამოიჩინა. ისინი მომავალშიც სისტემის მსახურები იქნებიან. შესაბამისად უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატები ნდობას არ იმსახურებენ.

„არ გიჭერთ მხარს და არც ამ სიას არ ვუჭერთ მხარს და ვერ დავუჭერთ ვერანაირად მხარს, იმიტომ, რომ არც ერთი კანდიდატი, ვისაც მე აქ ვუსმენ, არ იმსახურებთ, გქონდეთ ეს ნდობა. ვინაიდან ადრე არ გამოიჩინეთ პრინციპულობა, მომავალშიც სისტემის მსახურები იქნებით. ჩვენ გვინდა თავისუფლად მოაზროვნე, სრულიად ახალი სტილის მოსამართლეები. სახელმწიფოს ამოცანა უნდა იყოს, - მოსამართლეების ახალი კლასი აღზარდოს, რომ თქვენნაირები ჩაანაცვლონ ამ ახალგაზრდებმა“, - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ზაზა თავაძეს უსმენენ.