თუ მოსამართლეზე ზეწოლა ხორციელდება, ან უნდა წავიდეს, ან დაემორჩილოს “წესებს“ - ზაზა თავაძე
თუ მოსამართლეზე ზეწოლა ხორციელდება, ან უნდა წავიდეს, ან დაემორჩილოს “წესებს“ - ზაზა თავაძე

A+ A-

15:49 10/10/2019

თუ მოსამართლეზე ზეწოლა ხორციელდება, ან უნდა წავიდეს, ან დაემორჩილოს „წესებს“,- ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ზაზა თავაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა.

“მოდით იმაზე შევთანხმდეთ, თუ მოსამართლე ინსტიტუციურად დამოუკიდებელი არ არის, რაც არ უნდა პიროვნული მახასიათებლები ჰქონდეს მას, სისტემა მაინც ვერ იმუშავებს და ვერ შედგება. თუ მოსამართლე შეხედავს რომ მასზე ირიბად თუ პირდაპირ ხორციელდება ზეწოლა, რა გზა აქვს მას დარჩენილი? ან უნდა წავიდეს თანამდებობიდან ან დაემორჩილოს იმ „წესებს“ რასაც თავს მოახვევენ, თუ ამას დამორჩილდა და ის ვერ აღმოჩნდა მედეგი“- განაცხადა ზაზა თავაძემ.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ზაზა თავაძეს უსმენენ.