მარნეულში სროლის დროს ორი მამაკაცი დაიჭრა
მარნეულში სროლის დროს ორი მამაკაცი დაიჭრა

A+ A-

16:24 10/10/2019

მარნეულში არსებულ ერთ-ერთ ჩაიხანაში სროლის დროს ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაიჭრა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის პოლიციას ეჭვმიტანილები დაკავებულები არ ჰყავს და მათი დაკავების მიზნით მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები. გასროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა. ამ დრომდე უცნობია მომხდარის მიზეზი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.