“იმედზე“ ახალი გასართობი გადაცემა იწყება
“იმედზე“ ახალი გასართობი გადაცემა იწყება

A+ A-

17:20 10/10/2019

ტელეკომპანია “იმედზე“ ოქტომბრიდან ახალი გასართობი შოუ “მელომანი“ იწყება. როგორც “2020NEWS“-ს შოუს წამყვანმა ბახვა ბრეგვაძემ განუცხადა, ახალი შოუ მუსიკალური- შემეცნებითი სახის იქნება.

“ზუსტად, როდის გავა გადაცემა ეთერში ვერ გეტყვით, მაგრამ დაზუსტებით ვიცი, რომ  მაყურებელი შოუს ოქტომბერში იხილავს.

“მელომანი“ საღამოს  დაახლოებით 10-11 საათზე დაიწყება. რაც შეეხება თვითონ გადაცემას, ეს იქნება “გეიმ-შოუ“, რომელიც არის როგორც მუსიკალური, ასევე შემეცნებითი. პირველ ეტაპზე, შოუში მონაწილეობას საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები მიიღებენ, მოგვიანებით კი „მელომანის“ სტუმარი ნებისმიერი მსურველი შეიძლება გახდეს. მხოლოდ მაშინ ვკიდებ ნებისმიერ საქმეს ხელს, როცა მჯერა, რომ გამოვა და გამომივა. ამიტომ, დიდი იმედი მაქვს, რომ უმრავლესობას მოგეწონებათ “, - განუცხადა ბახვა ბრეგვაძემ “2020NEWS“-ს.