24 საუკეთესო ევროპულ ფილმს შორის ორი ქართული ფილმი მოხვდა
24 საუკეთესო ევროპულ ფილმს შორის ორი ქართული ფილმი მოხვდა

A+ A-

14:58 13/10/2019

სულ ცოტა ხნის წინ გამოვლინდა 24 ფილმი, რომელიც ევროპული კინოს განვითარების ცენტრმა (EFP) არაბულ კინოცენტრთან (ACC) თანამშრობლობით შეარჩია, რათა მათგან საუკეთესო Arab Critics Award-ის პრიზით დაჯილდოვდეს.

ფინალისტ 24 ევროპულ ფილმს შორის ორი ქართული ფილმიც მოხვდა: ლევან აკინის „და ჩვენ ვიცეკვეთ “და დიტო ცინცაძის „შინდისი“. შერჩეულ ფილმებს არაბული სამყაროს ცამეტი სხვადასხვა არაბული ქვეყნის 42 კინოკრიტიკოსი ნახავს და მათგან ერთ საუკეთესო ევროპულ ფილმს გამოავლენს.

დაჯილდოება კაიროს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება, რომელიც წელს 20-29 ნოემბერს ჩატარდება.