გორის სასამართლომ ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ ირაკლი დეკანოიძეს პატიმრობა შეუფარდა
გორის სასამართლომ ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ ირაკლი დეკანოიძეს პატიმრობა შეუფარდა

A+ A-

21:21 13/10/2019

ყოფილი ცოლის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ ირაკლი დეკანოიძეს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.


გადაწყვეტილება მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა გორის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

მოსამართლებ ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რასაც დაეთანხმდა დაცვის მხარეც. სასამართლოს საკუთარი პოზიციცია ბრალდებულმაც გააცნო, ირაკლი დეკანოიძის თქმით, ის ბრალს ნაწილობრივ არ აღიარებს. კერძოდ, დეკანოიძის თქმით, ყოფილი ცოლოს მოკვლის განზრახვა არ ჰქონდა.


ცნობისთვის, ბრალდებულს სისხლის სამართლის ორი მუხლით ედავება გამოძიება - განზრახ მკვლელობა და იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა შენახვა და გამოყენება. საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 2019 წლის 6 დეკემბერს იქნება.