საქართველოს ნაკრები გიბრალტართან პირველ ტაიმს 0:2 იგებს
საქართველოს ნაკრები გიბრალტართან პირველ ტაიმს 0:2 იგებს

A+ A-

23:43 15/10/2019

საქართველოს ეროვნული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრას გიბრალტარში მართავს.

“ჯვაროსნებმა“ პირველი ტაიმი გამარჯვებით დაასრულეს.

ჩვენი ნაკრები მე-10 წუთზე გიორგი ხარაიშვილმა დააწინაურა, ხოლო 21-ე წუთზე მასპინძელთა კარი, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ გაიტანა.