არ მეგონა, ივანიშვილი ბავშვებთან დარეკვას თუ ამიკრძალავდა - ოქრუაშვილი
არ მეგონა, ივანიშვილი ბავშვებთან დარეკვას თუ ამიკრძალავდა - ოქრუაშვილი

A+ A-

15:52 16/10/2019

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილის ინფორმაციით ივანიშვილმა მას შვილებთან დარეკვა აუკრძალა. ამის შესახებ ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

“ივანიშვილი მშიშარა რომ არის, გასაგებია. ეს იქედანაც გამოჩნდა გირაოთი რომ არ მიშვებს, მაგრამ ასეთი მეწვრილმანე თუ იქნებოდა, კვირაში ერთხელ ბავშვებთან დარეკვასაც ამიკრძალავდა ,( რის უფლებასაც კანონი მაძლევს) ნამდვილად არ მეგონა.
სულ ვფიქრობ, მართლა მე შევაშინე თუ ბავშვობიდან იყო ასეთი ქვეშაფსია”, - წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ოქრუაშვილი. 

შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 25 ივლისს დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.