7 თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული დედა შესაძლოა, ფსიქიატრიულში მოათავსონ
7 თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული დედა შესაძლოა, ფსიქიატრიულში მოათავსონ

A+ A-

11:11 17/10/2019

სოფელ აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ დედას გავრცელებული ინფორმაციით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდა და შეზღუდული შერაცხადობა დაუდგინა.

“2020NEWS” არასრულწლოვანი დედის ადვოკატს ერმილე ჭეიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო.

“არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე აღნიშნულ ინფორმაციას ვერც დაგიდასტურებთ და ვერც ვუარყოფ, მით უფრო ეს პირადი ხასიათის ინფორმაციაა და სხვა ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ აღნიშნულთან დაკავშირებით“, - განაცხადა ჭეიშვილმა.

“2020NEWS”-თან საუბარში ჭეიშვილმა განაცხადა, რომ საქმის განხილვა პირველ ინსტანციაში დასრულდა და აპირებენ სააპელაციოს მიმართონ, თუმცა უფლებადამცველი არ აკონკრეტებს თუ რა ვადაში მიმართავს შემდგომ ინსტანციას.

“სასამართლო სხდომები პირველ ინსტანციაში დასრულებულია, სააპელაციოში, როდის ჩაინიშნება სხდომები, ვერ გეტყვით. ჯერ ჯერობით სააპელაციოსთვის არ მიმიმართავს, რადგან შესათანხმებელია პოზიციები, ვერ გეტვით ზუსტად, როდის მივმართავთ საქმის განსახილველად შემდგომ ინსტანციას“, - განაცხადა ჭეიშვილმა.

შეგახსენებთ, სამართალდამცავებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, 7 თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ჩვილის არასრულწლოვანი, 16 წლის დედა 21 მაისს დააკავეს. მსჯავრდებულ არასრუწლოვანს გორის რაიონულმა სასამართლომ სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.