“ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მოვუწოდებ, საქმეს მიხედონ - თურნავა
“ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მოვუწოდებ, საქმეს მიხედონ - თურნავა

A+ A-

11:29 17/10/2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა, რომ მთავრობა მხარს უჭერს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, რომ მათ ეს არაერთგზის დაამტკიცეს.

მისი თქმით, მთავრობა კვლავ თანმიმდევრულია ამ პროექტთან მიმართებაში.

„2017 წლიდან მოყოლებული, ექვსჯერ მოხდა ამ პროექტს ვადების გადაწევა. ჩვენ მხარს ვუჭერთ პროექტს, მთავრობამ ეს არაერთგზის დაამტკიცა. ჩვენი გადაწყვეტილება, რომ არ ვისარგებლოთ კონტრაქტით მონიჭებული უფლებით, არ დავიწყოთ კონტრაქტის მოშლა და მივცეთ დამატებითი ვადა წლის ბოლომდე, არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ და ვაცლით ინვესტორს, ბოლოსდაბოლოს, შეასრულოს თავის თავზე აღებული ვალდებულებები“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მოუწოდებს, საქმეს მიხედონ.

„ჩვენი მოწოდება იქნება, მიხედონ საქმეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.