აბასთუმანში საჰაერო მარშუტების დროებითი შეზღუდვის 8 კილომეტრიანი არეალი დავაწესეთ - თურნავა
აბასთუმანში საჰაერო მარშუტების დროებითი შეზღუდვის 8 კილომეტრიანი არეალი დავაწესეთ - თურნავა

A+ A-

12:02 17/10/2019

“აბასთუმნის ობსერვატორია არის ჩვენი ერთ-ერთი უნიკალური და მსოფლიოსთვისაც უნიკალური სამეცნიერო ცენტრი, სადაც 70-ზე მეტი მეცნიერი მოღვაწებოს და 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი სრულდება. მთავარი მიმზიდველობა ამ ცენტრის და მთელი იდეა, 100 წლის წინ მისი სწორედ აბასთუმანში განთავსების არის ის, რომ იქ არის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ჰაერი, ატმოსფერო, მაღალი ხარისხით, იძლევა იმის საშუალებას, რომ მაღალი სიზუსტის კვლევები ჩატარდეს”, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცახადა.

“აქედან გამომდინარე, როდესაც მოგვმართა ჩვენ, საჰაერო ადმინისტრაციას აბასთუმნის ობსერვატორიამ, რომ ყოფილიყო მცირედი კორექტირება, ასევე, ვთქვათ საჰაერო მარშრუტების და აქა არ არის არანაირად საუბარი საერთაშორისო მარშრუტებზე, დროებითი შეზღუდვის 8 კილომეტრიანი არეალი დაწესებულიყო, თან იმგვარად რომ არც ერთი თეთრი არ იკარგება ამით და არანაირი ზარალი არ ადგება სახელმწიფოს, არც ერთი საერთაშორისო საერთაშორისო მარშრუტი არ გადის საქართველოს ფრენების არეალიდან და რასაკვირველია, ჩვენ ამას დავუჭირეთ მხარი. ეს არის ჩვეულებრივი საერთაშორისო პრაქტიკა, მათ შორის, საქართველოშიც ჩვეულებრივი პრაქტიკაა, როდესაც არის გარკვეული გარემომებები, ეს მცირე, დროებითი ზომები ასე ვთქვათ, დაწესდეს. მე, მაგალითად, გეტყვით, იგივე კახეთში როდესაც სეტყვის საწინაარმდეგო ტექნიკის გამოყენება ხდება, იქ ვაწესებთ ამას. სხვადასხვა ნავთობ-ტერმინალის თავზე წესდება დროდადრო, ასე რომ განსაკუთრებული აქ არ არის არაფერი, მთავარი არის ჩვენთვის, რომ ეს უნიკალური სამეცნიერო კერა, ობსერვატორია, განვითარდეს”, -განაცახდა ნათია თურნავამ.