ანაკლიის პროექტი ერთადერთია, რომელიც შეტანილია კონსტიტუციაში - ნათია თურნავა
ანაკლიის პროექტი ერთადერთია, რომელიც შეტანილია კონსტიტუციაში - ნათია თურნავა

A+ A-

12:28 17/10/2019

ეკონომიკისა და მდგრადი განივითარების მინისტრის, ნათია თურნას განცახდებით, ანაკლიის პორტის მშენებლობა კონსტიტუციით არის გარანტირებული, რაც ხელისუფლების მხარდაჭერაზე მეტყველებს. აღნიშნული განცახდება თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან გააკეთა.

ეს არის ერთადერთი პროექტი, რომელიც შეტანილია ქვეყნის კონსტიტუციაში ეს თავისთავად არის უმაღლესი დასტური იმის, რომ ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტული პროექტი მსგავსი პროექტები ყველგან ხორციელდება მთავრობის მხარდაჭერის ფონზე და მთავრობის მხარდაჭერა არის ცალსახა გამოხატული პროექტის მიმართ აქედან გამომდინარე იმ მაღალი რეიტინგებიდან გამომდინარე, რომელიც ყოველდღიურად უმჯობესდება მე ვგულისხმობ საინვესტიო გარემოს, გამომდინარე იქიდან რაოდენ დიდი მხარდაჭერა გამოხატა მთავრობამ ამ პროექტის მიმართ სიტყვით, საქმით, ფინანსურად ამ პროექტის მიმართ სერიოზულ ინვესტირებს კითხვები არ უნდა გაუჩნდეთ. ჩვენ არაერთი მხარდამჭერი განცხადება გვაქვს გაკეთებული ანაკლისი პროექტის მიმართ და უფრო მეტიც, როდესაც საქმე ეხება ანაკლიას და ეს არის ჩვენი სტრატეგიული პროექტი, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციაშიც კი არის მოხსენიებული- ერთადერთი კომერციული პროექტია. ჩვენ ვასაუბრობთ არა მხოლოდ სიტყვიერ მხარდაჭერაზე, არამედ კონკრეტულ ფინანუსურ და იურიდიულ მხარდაჭერაზე, რომელიც უკვე გაღებულია ამ პროექტთთან დაკავშირებით. ძალიან მაღალი აქტი და გამოხატულება მხარდაჭერის იყოს ის, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ კანონით და კონტრაქტით მონიჭებული უფლებით და არ ვაკეთებთ ამ კონტრაქტის მოშლას და ვაძლევთ დამატებით დროს წლის ბოლომდე ინვესტორს რომ თავისი პრობლემები რამენაირად მოაგვაროს. მე ვთვლი რომ მსგავსი მხარდაჭერა არის უპრეცედენტო და ეს ყველა სერიოზულ ინვესტორს განაწყობს დადებითად“,- განაცხადა ნათია თურნავამ.