ბულგარეთში ექვსი გულშემატკივარი რასისტული შეძახილებისთვის დააკავეს
ბულგარეთში ექვსი გულშემატკივარი რასისტული შეძახილებისთვის დააკავეს

A+ A-

13:21 17/10/2019

ბულგარეთის პოლიციამ ფეხბურთის ის 15 გულშემატკივარი ამოიცნო, რომლებიც ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩის მიმდინარეობისას ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებს რასისტული ხასიათის შეურაცხყოფას აყენებდნენ.

ამ 15 პიროვნებიდან ექვსი უკვე დაკავებულია, სამი იძებნება, ხოლო დანარჩენების თაობაზე გამოძიება მიმდინარეობს.

„ჩვენ არ შევეგუებით ასეთ საქციელს“, – განაცხადა ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გეორგი გაჯიევმა, ხოლო ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბორისლავ მიხაილოვი თანამდებობიდან გადადგა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი, რომელიც ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართა, ინგლისელთა გამარჯვებით, 0-6 დასრულდა.