პატრიარქმა დაგვლოცა და წარმატება გვისურვა - ხაზარაძე
პატრიარქმა დაგვლოცა და წარმატება გვისურვა - ხაზარაძე

A+ A-

13:56 17/10/2019

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.

„ვისაუბრეთ მოძრაობა „ლელოს“ მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე. ასევე საუკუნის პროექტზე-ანაკლიის პორტზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია როგორც სამეგრელოსთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის. პატრიარქმა დაგვლოცა და წარმატება გვისურვა. ერთად საქართველოსთვის!“,- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.