ბრიტანეთი და ევროკავშირი ბრექსიტზე შეთანხმდნენ
ბრიტანეთი და ევროკავშირი ბრექსიტზე შეთანხმდნენ

A+ A-

14:45 17/10/2019

ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ბრექსიტზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერმა“ ევროკავშირის ორ წარმომადგენელზე დაყრდნობით გაავრცელა. ამასთან, ინფორმაცია დაადასტურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

„შესანიშნავი ახალი შეთანხმება გვაქვს, რომელიც გვიბრუნებს კონტროლს“, – დაწერა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“.

ბორის ჯონსონი ბრიუსელში მიემზგავრება, სადაც 17-18 ოქტომბერს ბრექსიტთან დაკავშირებით ევროკავშირის სამიტი გაიმართება. მხარეებს შორის შეთანხმებას ადასტურებენ ევროკომისიაშიც. „სამართლიანი და დაბალანსებული შეთანხმება“, – დაწერა „ტვიტერზე“ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა. ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ბრექსიტთან დაკავშირებით მოლაპარაკება 2016 წლის რეფენდუმის შემდეგ მიმდინარეობს. ბრიტანეთს ევროკავშირი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა აზრთა სხვადასხვაობის გამო, ბრექსიტი გაჭიანურდა.