აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტთან მოლაპარაკების შემდეგ, ერდოღანი სირიაში ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტთან მოლაპარაკების შემდეგ, ერდოღანი სირიაში ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა

A+ A-

10:33 18/10/2019

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტთან ერდოღანის კომუნიკაციის შემდეგ  ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გამოცხადდა.


თურქეთი პირობაზე იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ქურთული შეიარაღებული ძალები თურქეთის საზღვრიდან 30 კილომეტრის მოშორებით დაიხევენ უკან.
მაიკ პენსის, განცხადებით ამერიკული მხარე ხელს შეუწყობს ცეცხლის შეწყვეტის პირობების დაცვას და ქურთული შეიარაღებული ძალების 20 მილის მოშორებით გაწევას საზღვრიდან.
"შეთანხმება ხელს შეუწყობს, დასრულდეს ძალადობა- სწორედ ეს იყო მიზანი იმისა, რის გამოც ჩვენ დონალდ ტრამპმა გამოგვიშვა თურქეთის პრეზიდენტთან შესახვედრად" ,- განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა