რა წერია ევროკავშირისა და ბრიტანეთის შეთანხმებაში?
რა წერია ევროკავშირისა და ბრიტანეთის შეთანხმებაში?

A+ A-

10:57 18/10/2019

გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ბრექსიტის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს. მხარეებს შეთანხმება ორ მთავარ საკითხზე სჭირდებოდათ.
პირველი – ბრექსიტის შესახებ დოკუმენტში შესულიყო მექანიზმი, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიას შორის ფიზიკური საზღვრის გაჩენას აირიდებდა თავიდან, შეინარჩუნებდა საერთო ირლანდიურ ეკონომიკას და დაიცავდა ევროკავშირის ერთიან ბაზარს.

მეორე – მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, ჩრდილოეთ ირლანდია დარჩენილიყო გაერთიანებული სამეფოს საბაჟო სივრცის ფარგლებში. ახალი შეთანხმება შეთანხმების დიდი ნაწილი უცვლელი დარჩა. დოკუმენტში განხორციელებული ძირითადი ცვლილებები კი ჩრდილოეთ ირლანდიას ეხება. გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის მოქმედ ნორმებს 2020 წლის ბოლომდე დაექვემდებარება, საჭიროების შემთხვევაში კი უფრო ხანგრძლივადაც, რათა მეწარმეებს მიეცეთ ცვლილებებთან ადაპტირების შესაძლებლობა; გაერთიანებული სამეფო მაინც გადაიხდის ევროკავშირიდან გასვლის საფასურს. საუბარია დაახლოებით 33 მილიარდ ფუნტ სტერლინგზე; გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრებ ევროკავშირის მოქალაქეთა უფლებები და ევროკავშირში მცხოვრები ბრიტანელების უფლებები გარანტირებული იქნება.

რა შეიცვალა? ჩრდილოეთ ირლანდიას ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომა ექნება; ე.წ. ბექსტოპს, სადავო სათადარიგო გეგმას შეთანხმებიდან ამოიღებენ; ჩრდილოეთ ირლანდია გაერთიანებული სამეფოს საბაჟო სივრცეში დარჩება და მონაწილეობას მიიღებს ნებისმიერ მომავალ სავაჭრო შეთანხმებაში, რომელიც ბრექსიტის შემდეგ გაფორმდება;

ჩრდილოეთ ირლანდია დარჩება ევროკავშირის საბაჟო ზონის ერთგვარ კარიბჭედ.

გაერთიანებული სამეფო ჩრდილოეთ ირლანდიაში შეტანილ პროდუქტებს ტარიფებს არ დაუწესებს, თუკი ისინი საზღვარზე შემდგომ ტრანსპორტირებას არ ექვემდებარება;

ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ერთობლივი კომისია გადაწყვეტს, რომელი საქონელი შეიძლება მოხვდეს საერთო ბაზარზე და გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის სასარგებლოდ, მათ საბაჟო გადასახადს დააკისრებს; ჩრდილოეთ ირლანდიის საკანონმდებლო ორგანო ოთხ წელიწადში ერთხელ კენჭს უყრის, დარჩეს თუ არა ძალაში ახალი სავაჭრო წესები.

აღნიშნული შეთანხმება 17-18 ოქტომბერს ჯერ ევროკავშირის სამიტზე უნდა დაამტკიცონ, შემდეგ კი, 19 ოქტომბერს საგანგებო სხდომაზე დოკუმენტს კენჭი უნდა უყაროს გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატამ.

ბრიტანეთი ევროკავშირს 1973 წელს შეუერთდა. თუმცა, 1875 წელს დადგა საკითხი, რომ დიდ ბრიტანეთს ევროკავშირი დაეტოვებინა და ამის გამო რეფერენდუმი ჩატარდა. 1975 წლის, 6 იანვარს, ამომრჩეველების კითხვაზე: "ფიქრობთ თუ არა, რომ დიდი ბრიტანეთი უნდა დარჩეს ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებაში?" - ბრიტანეთის საარჩევნო ოლქებში პასუხის უმრავლესობა გაერთიანებაში დარჩენის მომხრე იყო.

წევრობას ასევე მხარს უჭერდა ბრიტანეთის ძირითადი პოლიტიკური პარტიები და წამყვანი პრესა. წლების შემდეგ, ეს საკითხი კვლავ გააქტიურდა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებმა ევროკავშირიდან გასვლა 2016 წლის რეფერენდუმზე უკვე მხარი დაუჭირეს და გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მას დატოვებს.

თავდაპირველად ბრიტანეთს ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დაეტოვებინა. პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ და ევროკავშირმა გამოსვლის გეგმა შეიმუშავეს, რომელიც პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო. გარდა ამისა, პარლამენტი ვერ ჩამოყალიბდა ბრექსიტის ალტერნატიულ გეგმაზე. ალტერნატიულ გეგმებში შედიოდა როგორც ახალი რეფერენდუმის ჩატარება, ისე ევროკავშირის შეთანხმების გარეშე დატოვება.