საპენსიო სააგენტოს დირექტორი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2018 წლის საქმიანობის ანგარიშით წარსდგება
საპენსიო სააგენტოს დირექტორი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2018 წლის საქმიანობის ანგარიშით წარსდგება

A+ A-

12:40 18/10/2019

დღეს საპენსიო სააგენტოს დირექტორი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2018 წლის საქმიანობის ანგარიშით წარსდგება.

ლევან სურგულაძე პარლამენტარებს საპენსიო სააგენტოს მიერ ჩატარებულ სამუშაოებსა და სტატისტიკურ მონაცემებს გააცნობს.

„საპენსიო სააგენტოს დირექტორი 1-ელი იანვრიდან ამოქმედებულ საპენსიო რეფორმის კონკრეტულ შედეგებზე გაამახვილებს ყურადღებას და სააგენტოს მოკლე და გრძელვადიან მიზნებს ჩამოაყალიბებს. დეპუტატები მიიღებენ ინფორმაციას, რამდენი დასაქმებული არის ჩართული დაგროვებით საპენსიო სქემაში და რამდენმა ადამიანმა დატოვა სისტემა და შეწყვიტა დაგროვება. ანგარიშის წარდგენის შემდეგ, საპენსიო სააგენტოს დირექტორი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს,“ - აცხადებენ საპენსიო სააგენტოში.