რა ბედი ელის “ოცნებას“ 2020 წლის არჩევნებზე - გამზარდიას 4 პროგნოზი
რა ბედი ელის “ოცნებას“ 2020 წლის არჩევნებზე - გამზარდიას 4 პროგნოზი

A+ A-

13:27 18/10/2019

ჟურნალისტი და ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, 2020 წლის არჩევნებზე, “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის რამდენიმე სტრატეგიაზე აკეთებს აქცენტს.

ამის შესახებ გამზარდიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

“2020-ის არჩევნების ვარაუდები და "ქართული ოცნების" ძალაუფლებაში დარჩენის რამდენიმე სტრატეგია.

ვარიანტი 1. "ქართული ოცნება" იღებს 45%-ს. გაურიგდება პარტიების ნაწილს, ძალაუფლებაში დარჩება "ოცნება", მაგრამ შექმნის კოალიციის ილუზიას. გავლენები და ძალაუფლება უცვლელი.

ვარიანტი 2: ვერ მოახდერხებს გარიგებას, ხელს შეუშლის მთავრობის დამტკიცებას, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს, ვადამდელი არჩევნები 5%-იანი ბარიერით ჩაივლის და "ქართული ოცნება" კვლავ დაახლოებით დღევანდელი მოცემულობით დაბრუნდება ხელისუფლებაში. გავლენები და ძალაუფლება უცვლელი.

ვარიანტი 3: სხვადასხვა მექანიზმით, ახერხებს 60%-ის მიღებას, მოდის უმრავლესობით, გავლენები და ძალაუფლება უცვლელი.

ვარიანტი 4: „ქართული ოცნება“ შედის პარლამენტში მინიმუმით, გადადის ოპოზიციაში, კოალიციას კი აყალიბებენ მისი ოპონენტი პარტიები - ეს უკვე მითოსურია და ფანტასტიკის სფეროდან მგონია ჯერჯერობით“, - წერს გამზარდია.

შეგახსენებთ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.