ხაზარაძე წერილის დედანს თუ მოიტანს, კარგი იქნება - პროკურატურა
ხაზარაძე წერილის დედანს თუ მოიტანს, კარგი იქნება - პროკურატურა

A+ A-

13:38 18/10/2019

გენერალური პროკურატურა მზად არის, მიიღოს „თიბისი ბანკის“ საქმეზე ბრალდებულის, მამუკა ხაზარაძის მხრიდან წერილის დედანი, რომელსაც დაცვის მხარის ინფორმაციით, ლონდონში ექსპერტიზა ჩაუტარდა.

საუბარია იმ წერილის დედანზე, რომელიც მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას მხრიდან მუქარის სახით, შუამავლის მეშვეობით მიიღო.

როგორც გენერალური პროკურორის მოადგილემ, გიორგი გოგაძემ პროკურორთა კონფერენციაზე განაცხადა, ხაზარაძე წერილს საგამოძიებო უწყებაში „თუ მიიტანს, კარგი იქნება“. ამასთან, გოგაძე წინასწარ ვერ ამბობს, დაიწყება თუ არა ამ წერილზე გამოძიება.

„თემაზე გამოძიების დაწყების შესახებ წინასწარ ვერაფერს გამოვრიცხავ. თუკი საკმარისი, აუცილებელი ინფორმაცია იქნება გამოძიების დაწყებისთვის, ჩვენ კანონით ვალდებული ვართ, რომ ყველა თემაზე გამოძიება დავიწყოთ“, – განაცხადა გენერალური პროკურორის მოადგილემ.