შალვა თადუმაძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნა მიუტევებელი შეცდომა იქნება - ფიქრია ჩიხრაძე
შალვა თადუმაძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნა მიუტევებელი შეცდომა იქნება - ფიქრია ჩიხრაძე

A+ A-

15:48 18/10/2019

“ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე “2020NEWS“-თან აცხადებს, რომ მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის უზენასი სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნა “მიუტევებელი შეცდომა იქნება“, რადგან თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი არსებობს.

“ადამიანი, რომელის დიპლომის წარმომავლობისა და ნამდვილობის შესახებ არაფერი ვიცით, შესაძლოა, მივიღოთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, რაც მიუტევებელი შეცდომა იქნება. შალვა თადუმაძის უზენაეს სასამართლოში გადასვლა ძალიან დააკნინებს სასამართლო სისტემას“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე დიპლომის ნამდვილობას ამ დრომდე ვერ ასაბუთებს.