მაინცდამაინც არჩევნების წინ უნდა მოუმატოთ ხალხს პენსია? - ხათუნა გოგორიშვილი
მაინცდამაინც არჩევნების წინ უნდა მოუმატოთ ხალხს პენსია? - ხათუნა გოგორიშვილი

A+ A-

15:57 18/10/2019

„ევროპული საქართველოს“ წევრი ხათუნა გოგორიშვილი აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტით ხელფასების და პენსიის მომატება ზაფხულსა და შემოდგომაზე იმიტომ იგეგმება, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ გათვლას აკეთებს.

„ხელფასების და პენსიის მატება პირველი ივლისიდან და პირველი სექტემბრიდან იგეგმება. პირველი იანვრიდან რომ მოუმატოთ, გგონიათ არჩევნებამდე აღარ ემახსოვრება ხალხს? იმიტომ რომ იგრძნონ სიმძაფრე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სიკეთის, მაინცდამაინც არჩევნების წინ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი? თუ ხარჯები არ გყოფნით, მე მიგითითებთ სად უნდა მოაკლოთ ხარჯები, სად არის გადაყრილი წყალში ფული და ერთ კატეგორიას მაინც, სამართალდამცავები იქნებიან თუ საბავშვო ბაღის მასწავლებლები, პირველი სექტემბრიდან კი არ მოუმატოთ, პირველი აპრილიდან ან მარტიდან მოუმატოთ“, - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.