თადუმაძემ საკუთარი კანდიდატურა თავად უნდა გაიწვიოს - ბოკერია
თადუმაძემ საკუთარი კანდიდატურა თავად უნდა გაიწვიოს - ბოკერია

A+ A-

16:44 18/10/2019

“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ საკუთარი კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობიდან უნდა გაიწვიოს.

„ძვირი ფასი დაუჯდებათ, თუ ასეთ პოლიტიკურ უტიფრობას ჩაიდენენ. გამოძიებისთვის სრული საფუძველი არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩემთვის მნიშვნელოვანია, უზენაესი სასამართლოს გადარჩენა ამ სახის ფიგურისგან, როგორც მოსამართლისგან. შალვა თადუმაძემ საკუთარი კანდიდატურა თავად უნდა გაიწვიოს, რადგან როცა ასეთ სკანდალში გაეხვევი, პოლიტიკური ღირსება უნდა გეყოს და თქვა, რომ არ იქნები კანდიდატი. როცა ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზეა საუბარი, რეპუტაცია უნდა გქონდეს”, - აცხადებს ბოკერია.

შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანოში უზენაესი სასამართლოს მომსამართლეების კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს, მათ შორის არის მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, რომლის განათლების და პერსონის ირგვლივაც დიდი აზრთა სხვადასხვაობაა.