დაჩი ბერაია “საერთაშორისო გამჭვირვალობას“ მიმართავს, დაშვებული შეცდომა გამოასწოროს
დაჩი ბერაია “საერთაშორისო გამჭვირვალობას“ მიმართავს, დაშვებული შეცდომა გამოასწოროს

A+ A-

17:40 18/10/2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დაჩი ბერაია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „თანამდებობის პირების ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში“ გამოეხმაურა და ისინი სიცრუეში დაადანაშაულა.

როგორც დაჩი ბერაია აცხადებს, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მისი მეუღლე საჯარო სამსახურში მუშაობს და ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს. დაჩი ბერაიას თქმით, მისი მეუღლე კერძო სექტორში, ბანკში მუშაობს. დეპუტატი არასამთავრობო ორგანიზაციას მიმართავს, რომ დაშვებული შეცდომა გამოასწოროს.

“ჩემს მეუღლეზე მიუთითეს, რომ საჯარო სექტორში მუშაობს. მე და ჩემი მეუღლე 13 წელია უკვე ცოლ-ქმარი ვართ და სანამ დავქორწინდებოდით, მანამდეც ბანკში მუშაობდა და დღემდე უწყვეტად ბანკში მუშაობს. მე მათ ამ შეცდომის შესახებ მივუთითე. იმედი მაქვს, მონახავენ გონივრულ ფორმას თავიანთი შეცდომის გამოსწორების. ვარ მოლოდინის რეჟიმში, რომ თავისი უგუნური საქციელი გამოასწორონ“, - განაცხადა დაჩი ბერაიამ კომიტეტის სხდომაზე.