კულტურას უნდა მივხედოთ, რომ საჭმლის მომნელებელ ორგანიზმებად არ ვიქცეთ - მირიან წიკლაური
კულტურას უნდა მივხედოთ, რომ საჭმლის მომნელებელ ორგანიზმებად არ ვიქცეთ - მირიან წიკლაური

A+ A-

17:47 18/10/2019

„კულტურას უნდა მივხედოთ, რომ ბოლოს და ბოლოს საჭმლის მომნელებელ ორგანიზმებად არ ვიქცეთ“, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა მირიან წიკლაურმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

მისი თქმით, კულტურის სფეროში დაჩაგრული ფენაა მუზეუმების თანამშრომლები. მათი ანაზღაურება 250 ლარს შეადგენს.

მირიან წიკლაური მოითხოვს, რომ მუზეუმების თანამშრომლების ხელფასები გაიზარდოს.

„განსაკუთრებით დაჩაგრული ფენა არის მუზეუმების თანამშრომლები. განსაკუთრებით იმ მუზეუმის თანამშრომლები, რომლებიც ძეგლთა დაცვის სააგენტოს დაქვემდებარებაშია. მათი ხელფასი სასაცილოა , სატირალი რომ არ იყოს - 250-280 ლარია. მოგეხსენებათ, ამ ხელფასით ცხოვრება ყოვლად შეუძლებელია. არადა ეს ადამიანები საქმეს აკეთებენ. მარტო იმიტომ უნდა დავჩაგროთ ესენი, რომ მათ გაფიცვა არ შეუძლიათ? და ამ თავისი გაფიცვით და საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულებით მნიშვნელოვან ზარალს ვერ მიაყენებენ ეკონომიკას? მათ თუ არ გააკეთეს თავისი საქმე, გაცილებით მეტი ზარალი შეიძლება მიადგეს ქვეყანას, იმიტომ, რომ ერი მაშინ იწყებს გადაგვარებას, როცა თავის ისტორიას ივიწყებს. ეს ადამიანები ენთუზიაზმზე მუშაობენ, ცდილობენ, შეინარჩუნონ ის, რაც წინაპრებმა დაგვიტოვეს. არ დაჯდება ეს ძალიან ძვირი. ამათ მაინც უნდა მოვუმატოთ ხელფასები“, - განაცხადა მირიან წიკლაურმა.