გომბორზე ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
გომბორზე ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

A+ A-

18:14 18/10/2019

გომბორის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

კერძოდ, სოფელ კობაძეებთან თბილისიდან თელავის მიმართულებით მოძრავი „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა.

შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. მაშველებმა მათი ამოყვანა შეძლეს და ორივე სასწრაფო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა.